მასშტაბური ოპერაცია ერაყში - არმია, სპეცდანიშნულების დანაყოფები, პოლიცია და მეამბოხეები ქალაქს "ისლამური სახელმწიფოსგან" ათავისუფლებენ

მასშტაბური ოპერაცია ერაყში - არმია, სპეცდანიშნულების დანაყოფები, პოლიცია და მეამბოხეები ქალაქს "ისლამური სახელმწიფოსგან" ათავისუფლებენ

ერაყის არმიამ ქალაქ ფალუჯას "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. მასშტაბური შეტევის დაწყება ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ დააანონსა.

სამხედრო ოპერაციაში არმიის გარდა, სპეცდანიშნულების დანაყოფები, პოლიცია, მეამბოხეები და სხვა პროსამთავრობო ძალები მონაწილეობენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველივე ავიაიერიშს ათობით ისლამისტი მებრძოლი ემსხვერპლა.

ოპერაციის დაწყებამდე ხელისუფლებამ ფალუჯას მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, იქ ამ დრომდე იმყოფება ათი ათასობით ადამიანი.

ქალაქი ელ-ფალუჯა დედაქალაქ ბაღდადიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, ტერორისტებმა "ისლამური სახელმწიფოდან" მასზე კონტროლი 2014 წლის დასაწყისში დაამყარეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა