სავჩენკო სამშობლოში ბრუნდება - თვითმფრინავი, რომელსაც უკრაინელი მფრინავი კიევში მიჰყავს, როსტოვიდან უკვე გაფრინდა

სავჩენკო სამშობლოში ბრუნდება - თვითმფრინავი, რომელსაც უკრაინელი მფრინავი კიევში მიჰყავს, როსტოვიდან უკვე გაფრინდა

უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში ბრუნდება. არსებული ინფორმაციით, სავჩენკოს გადაცემის სანაცვლოდ, უკრაინული მხარე მოსკოვს რუს სამხედროებს, ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვს გადასცემს, რომლებიც უკრაინაში იხდიან სასჯელს.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პირადი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი იმყოფებოდნენ, კიევიდან როსტოვში ჩავიდა. პატიმრების გაცვლა როსტოვის აეროპორტში მოხდა.

ადგილობრივი დროით 13:21 წუთზე ნადია სავჩენკო უკვე სამშობლოსკენ მიმავალი რეისის ბორტზე იმყოფებოდა. შესაბამისად, უკრაინელი სამხედრო პილოტი, რომელიც რუსეთში 2-წლიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, უკრაინაში ბრუნდება. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის აეროპორტში სავჩენკოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დახვდება.

რუსული მხარე მფრინავს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა