დღის ფოტო: ფეხშიშველი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის მიწაზე

 დღის ფოტო: ფეხშიშველი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის მიწაზე

ნადეჟდა სავჩენკო სამშობლოში დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომელმაც სამშობლოში დააბრუნა უკრაინელი მფრინავი, დაახლოებით 16:00 საათზე დაეშვა კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში. ტრაპიდან ჩამოსვლისას სავჩენკომ ფეხზე გაიხადა და უკრაინის მიწაზე ფეხშიშველმა გაიარა.

აეროპორტში ნადეჟდა სავჩენკო ათობით ჟურნალისტის წინაშე წარდგა და მოკლე განცხადება გააკეთა: "მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემთვის იბრძოდა. თქვენ იბრძოდით ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გათავისუფლდება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული ბავშვი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, გათავისუფლდეს. მინდა ბოდიში მოვუხადო დედებს, რომელთა შვილებიც ანტიტერორისტული ოპერაციიდან არ დაბრუნდნენ, მაშინ როცა მე ცოცხალი ვარ", - განაცხადა სავჩენკომ.

იხილეთ ვიდეო

უკრაინელი მფრინავი, რომელსაც რუსეთში 22-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მედიის ცნობით, აეროპორტიდან პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში გაემგზავრა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა