უკრაინის გენპროკურატურა ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის გენპროკურატურა ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უახლოეს საათებში აპირებს მოისმინოს საგამოძიებო ქვეგანყოფილების ხელმძღვანელების მოხსენება, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას უკავშირდება. "უკრაინსკაია პრავდა" ამის შესახებ პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

უწყების ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის გამომძიებლები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩხრეკას ატარებენ, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს 2012-13 წლებში.

"აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, ყოფილი გენერალური კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია შავი დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს", - განაცხადეს უკრაინის გენპროკურატურაში.

ფაქტი ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააპროტესტა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, მან მომხდარს "სამარცხვინო პოლიტიკური დაკვეთა" უწოდა და იური ლუცენკოს გამომძიებლების გაყვანა მოსთხოვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა