ნადეჟდა სავჩენკო - მე ფრენა მინდა, მაგრამ თუ ხალხს სურს, რომ მე ვიყო უკრაინის პრეზიდენტი, ამისთვის მზად ვარ

ნადეჟდა სავჩენკო - მე ფრენა მინდა, მაგრამ თუ ხალხს სურს, რომ მე ვიყო უკრაინის პრეზიდენტი, ამისთვის მზად ვარ

უკრაინელი მფრინავი, ნადეჟდა სავჩენკო, უკრაინის პრეზიდენტობისთვის მზად არის. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. სავჩენკოს თქმით, ის გახდება ქვეყნის ლიდერი, თუ ხალხი ამას მოისურვებს.

"მე ფრენა მინდა, მაგრამ თუ ხალხს სურს, რომ მე ვიყო პრეზიდენტი, ამისთვის მზად ვარ", - განაცხადა სავჩენკომ.

მისივე თქმით, იგი უპირველეს ყოვლისა, სხვა უკრაინელი სამხედროების გათავისუფლების საკითხით დაკავდება, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში უკანონოდ დააკავეს. სავჩენკომ განაცხადა, რომ იგი მზად არის ასევე თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მთავრობებთან თანამშრომლობისთვის, თუ ეს ხელს შეუწყობს ტყვედჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების გათავისუფლებას.

სავჩენკომ კომენტარი გააკეთა უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომზეც და აღნიშნა, რომ ეს არ არის სამოქალაქო ომი, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი.

რუსეთში ნადეჟდა სავჩენკოს 2 ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით 22-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. თუმცა, რამდენიმე დღის წინ იგი რუსულმა მხარემ უკრაინას გადასცა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა