ალექსის ციპრასი - რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები არაპროდუქტიულია

ალექსის ციპრასი - რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები არაპროდუქტიულია

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები არაპროდუქტიულია. ამის შესახებ ევროპული მედიის ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა.

"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ცივი ომის რიტორიკა და სანქციები არაპროდუქტიულია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დიალოგი", - განაცხადა ციპრასმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

კრემლის ლიდერი ოფიციალური ვიზიტით ათენში იმყოფებოდა. მან ციპრასთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ყირიმის სტატუსის შესახებ საკითხი დახურულია და მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით აღარ გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირში უახლოეს მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა