დონალდ ტრამპმა სენატორ ბერნი სანდერსთან ტელედებატებზე უარი თქვა

დონალდ ტრამპმა სენატორ ბერნი სანდერსთან ტელედებატებზე უარი თქვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატი დონალდ ტრამპი სენატორ ბერნი სანდერსთან ტელედებატებზე უარს ამბობს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამერიკელი ბიზნესმენის განმარტებით, ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკუთარი დრო დაუთმოს კანდიდატს, რომელიც პრაიმერის შედეგების მიხედვით, "დემოკრატებს" შორის მეორე ადგილს დაიკავებს.

"მე დაველოდები "დემოკრატიული პარტიის" პრაიმერიზში გამარჯვებულთან დებატების გამართვის შესაძლებლობას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბერნი სანდერსმა ტრამპის უართან დაკავშირებით იმედგაცრუება გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატი თავის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გადახედავს.

ბერნი სანდერსთან ტელედებატებზე უარი აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც არაერთხელ თქვა, მთავარ მიზეზად კი დაასახელა, რომ საკუთარი დროისა და რესურსის დახარჯვას ამომრჩეველთან უშუალო კომუნიკაციისთვის აპირებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა