აშშ-ში ავიაკატასტროფას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ავიაკატასტროფას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავი მდინარე ჰუდსონში ჩავარდა. შემთხვევა მანჰეტენისა და ფორტ ლის დამაკავშირებელ ჯორჯ ვაშინგტონის ხიდთან ახლოს მოხდა. სამართალდამცავების თქმით, კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ მფრინავი. პოლიციის თანამშრომლები ბორტზე მყოფი სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

"ასოშიეიტედ პრესის" თანახმად, P-47-ი ტიპის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიაგამანადგურებელი მისი 75 წლისთავისთვის მიძღვნილ საჰაერო ჩვენებაში იღებდა მონაწილეობას.

კატასტროფის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ღონისძიების ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ინციდენტი ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, მყვინთავები ავიაგამანადგურებლის პოვნას ცდილობენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა