როგორ აღმოჩნდა პუტინი ათონის მთაზე "საიმპერატორო" ადგილას

როგორ აღმოჩნდა პუტინი ათონის მთაზე "საიმპერატორო" ადგილას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ათონის მთას სტუმრობდა. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გამართული ლოცვის შემდეგ, მან მსოფლიო პატრიარქსა და საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა ათონის მთის მონასტრების წინამძღვრებსა და წმინდა სინოდის წევრებს და ხაზგასმით აღნიშნა ათონის როლი მსოფლიოში მართლმადიდებლობის განმტკიცების საქმეში.

თუმცა, შეხვედრას გაუგებრობების გარეშე არ ჩაუვლია. საქმე იმაშია, რომ მსახურების დროს პუტინს, როგორც საპატიო სტუმარს, ათონელმა ბერებმა ადგილი საეპისკოპოსო ტახტზე მიუჩინეს (აღნიშნულ ადგილს მხოლოდ იმპერატორები იკავებდნენ). ამის გამო საბერძნეთის პრეზიდენტი პავლოპულოსი პუტინზე ქვემოთ აღმოჩნდა. მომხდარი გააპროტესტა საბერძნეთის პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა, რაზეც ათონელმა ბერებმა უპასუხეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მათი საპატიო სტუმარი იყო და აქედან გამომდინარე ერგო ეს ადგილი.

დიპლომატიური სკანდალი რუსეთ-გერმანიას შორის - "რუსეთი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში არ გვეხმარება"

ჯასტინ ტიმბერლეიკი პაპარაცებმა უხერხულ სიტუაციაში დააფიქსირეს - რატომ უხდის მომღერალი ცოლს ბოდიშს

გერმანიის საგარეო უწყებამ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი "პერსონა ნონ-გრატად" გამოაცხადა