რა ხდება თეთრ სახლში - საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით პირველი ინფორმაცია ვრცელდება

რა ხდება თეთრ სახლში  - საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით პირველი ინფორმაცია ვრცელდება

თეთრი სახლის ჩრდილოეთ ნაწილში დღეს უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, რაც საეჭვო პაკეტის პოვნას უკავშირდება. "როიტერი" ამის შესახებ საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ნაწილობრივი ბლოკირება ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ დღესასწაულზე მოხდა, რომლის დროსაც პრეზიდენტი თეთრ სახლში იმყოფებოდა.

ჟურნალისტებს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან შენობის დატოვება აუკრძალეს. სიახლოვეს ჩანდა საავარიო-სამაშველო სამსახურების ავტომანქანები. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, საშიში მასალის შემოწმება ჩატარდა. სხვა დეტალები უცნობია.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა