თურქეთში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და 19 დაშავდა

თურქეთში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და 19 დაშავდა

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 19 დაიჭრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შირნაკის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ გამოცემა „Daily Sabah“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ტერაქტი თურქეთში აკრძალული „ქურთთა მუშათა პარტიის“ მიერ იყო მოწყობილი. მათ თვითნაკეთი ბომბი აამოქმედეს, რომელიც გზაზე იყო დამონტაჟებული. მასზე გავლისას პოლიციის ავტომანქანა აფეთქდა.

ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, 19 ადამიანი, მათ შორის ხუთი პოლიციელი დაშავდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა