ვინ მოისროლა საეჭვო პაკეტი თეთრი სახლის ეზოში, რასაც განგაში მოჰყვა

ვინ მოისროლა საეჭვო პაკეტი თეთრი სახლის ეზოში, რასაც განგაში მოჰყვა

თეთრი სახლის ჩრდილოეთ ნაწილში გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:20 საათისთვის უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურმა ეზოში საეჭვო პაკეტი აღმოაჩინა.

შენობის ნაწილობრივი ბლოკირების გამო ჟურნალისტებს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან შენობის დატოვება აუკრძალეს. ტერიტორიაზე მუშაობდა საავარიო-სამაშველო სამსახურების ავტომანქანები. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, საშიშ მასალას შემოწმება ჩაუტარდა.

როგორც დედაქალაქის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მედიას განუცხადეს, უცნობმა პირმა შენობის ჩრდილოეთ ნაწილში, ლაფაიეტის სკვერის მიმდებარე ტერიტორიიდან თეთრი სახლის ეზოში საეჭვო პაკეტი მოისროლა. ეჭვმიტანილი ქალია, რომელიც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და ხელბორკილდადებული გადაიყვანეს განყოფილებაში.

საიდუმლო სამსახურის პრესსპიკერმა რობერტ ჰობაკმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა ეზოში მეტალის ნივთი ისროლა. შემოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ ნივთი სახიფათო არ იყო. უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა მოქალაქეს.

განგაშის დროს თეთრ სახლში იმყოფებოდა ბარაკ ობამა. პრეზიდენტი სულ ცოტა ხნის დაბრუნებული იყო არლინგტონის სასაფლაოდან, სადაც დაღუპული სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა