როგორ გადაარჩინა ატრაქციონმა ათასობით დღენაკლული ბავშვი - საოცარი ამბავი წარსულიდან

როგორ გადაარჩინა ატრაქციონმა ათასობით დღენაკლული ბავშვი - საოცარი ამბავი წარსულიდან

ექიმმა მარტინ კონმა, რომელსაც დაარქვეს ექიმი-ინკუბატორი, 1903 წელს გახსნა საკუთარი ატრაქციონი გასართობ პარკ კონი-აილენდში. 25 ცენტად ყოველ მსურველს შეეძლო შეეხედა ინკუბატორში მყოფი დღენაკლული ბავშვებისთვის. უიმედო დედებს თავად მოჰყავდათ თავიანთი დღენაკლული შვილები ინკუბატორში იმ იმედით, რომ მედდები მოუვლიდნენ და გადაარჩენდნენ პატარებს.

40 წლის მანძილზე მარტინ კონიმ 6500 დღენაკლული ბავშვი გადაარჩინა. ექიმთა საზოგადოება კიცხავდა მარტინს მსგავსი სამედიცინო შოუს მოწყობისთვის. მაგრამ დღენაკლული ბავშვებისთვის ეს იყო გადარჩენის ერთადერთი შანსი. იმ დროში არ არსებობდა ინკუბატორები. ამიტომ ასეთი ბავშვების "გამოზრდა" შეუძლებელი იყო. 40 წლის განმავლობაში,

1903 წლიდან 1943 წლამდე გერმანელ-ევროპელი წამომავლობის ექიმმა ათასობით ახალშობილის სიცოცხლე გადაარჩინა.

ატრაქციონის ლამაზი ფასადის მიღმა ბავშვები იბრძოდნენ სიცოცხლისთვის, ხოლო 25 ცენტი ეხმარებოდა მედპერსონალს ბავშვების მოვლაში. ექთნებს ყოველთვის ეცვათ გაქათქათებული, სახამებელში ამოვლებული ხალათები, შენობაში კი იდეალური სისუფთავე სუფევდა. მარტინ კონი ძუძუთი კვების მომხრე იყო. მას ჰყავდა სპეციალურად შერჩეული მზარეული, რათა დედებს კარგად ეკვებათ და შემდგომ გამოეკვებათ თავიანთი პატარები ჯანმრთელი რძით. ბეტ ალენი იყო ერთ-ერთი იმ ბავშვთაგანი, ვისი სიცოცხლის გადარჩენაც მოხერხდა ინკუბატორში. ის დროზე 3 თვით ადრე დაიბადა 1941 წელს -ბრუკლინში. "მარტინ კონის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი", - ამბობს ალენი... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა