აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ევოპაში მოგზაურობისას რეკომენდაციებს აძლევს. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევრო 2016-ის ჩემპიონატის პერიოდში საფრანგეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს.

„სტადიონები, ფან-ზონები, გასართობი ცენტრები, სადაც მატჩების ტრანსლირება განხორციელდება, ტერორისტების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ საფრანგეთმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 26 ივლისადმე გაახანგრძლივა.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ტერორისტების პოტენციური სამიზნე შეიძლება გახდეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პოლონეთის ქალაქი კრაკოვია, სადაც ივლისის ბოლოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეები გაიმართება და 2,5 მილიონი ადამიანის სტუმრობა იგეგმება. პოლონეთში 4 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაძლიერებული სასაზღვრო კონტროლი დაწესდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა