გერმანიამ სომეხთა გენოციდი აღიარა - თურქეთმა საპასუხოდ ელჩი გაიწვია

გერმანიამ სომეხთა გენოციდი აღიარა - თურქეთმა საპასუხოდ ელჩი გაიწვია

გერმანიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ბუნდესტაგმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელიც 1915-16 წლებში განვითარებულ მოვლენებს გენოციდად აფასებს.

როგორც გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, დეპუტატებმა რეზოლუცია თურქეთის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად მიიღეს.

საპასუხოდ, თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია. "ბიბისის" ინფორმაციით ანკარამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც 1915-16 წლებში განვითარებული მოვლენები სომეხთა გენოციდადაა შეფასებული.

"სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუციის მიღება მნიშნველოვან გავლენას მოახდენს თურქეთ-გერმანიის ურთიერთობაზე" - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"პირველი ნაბიჯის სახით ვიწვევთ ელჩს ბერლინიდან. გერმანიის პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად სერიოზულ გავლენას მოახდენს გერმანიისა და თურქეთის ურთიერთობაზე. შესაბამისი შეფასების შემდეგ ყველა საჭირო ზომას მივიღებთ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა