"ჩემი ნაწიბურები - თქვენი კარებია ამ სამყაროში" - დედის სულისშემძვრელი წერილი შვილებს

"ჩემი ნაწიბურები - თქვენი კარებია ამ სამყაროში" - დედის სულისშემძვრელი წერილი შვილებს

ტასმანიის კუნძულის მცხოვრებელ ბლოგერსა და ფოტოგრაფს დანიელ ბაროუსს, ისევე როგორც ყველა დედას, აღელვებს ის ნაკვალევი, რასაც ორსულობის დროს შვილები დედის სხეულზე ტოვებენ. ძალიან გულწრფელ წერილში, ის აღიარებს, რომ სულაც არ განიცდის და არც ყურადღებას აქცევს ამ ცვლილებებს. ეს ნაკვალევი ხომ ყოველდღიურად ახსენებს მას ორი შესანიშნავი ბიჭუნას არსებობას.

მან გადაწყვიტა, რომ თავისი შვილებისთვის მიემართა, თუმცა ეს მიმართვა ალბათ ყველა დედას ეკუთვნის, რომელიც ღელავს იმ ცვლილებების გამო, რასაც მათ ორსულობა და მშობიარობა უტოვებს.

გთავაზობთ წერილის ტექსტს:

“ჩემს უსაყვარლეს და არაჩვეულებრივ ბიჭებს.

შესაძლოა თავი უხერხულად იგრძნოთ ტექსტის შინაარსის გამო, მაგრამ ეს კარგიცაა. გაახილეთ თვალები, გული, გონება, რათა დაინახოთ ფიზიკური არასრულყოფილების მიღმა - ნამდვილი სილამაზე. საქმე ისაა, რომ ჩემი სხეული ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენ მოევლინეთ ქვეყანას. მანამდე თავს უფლებას ვაძლევდი მეტარებინა მოკლე ტოპები, ახლა კი მიწევს გრძელი მაისურების ჩაცმა - თეძოების დასაფარად. როდესაც თქვენი სხეული იზრდებოდა და ვითარდებოდა ჩემს სხეულში, ვიცვლებოდი მეც. არ ვიცი, რა რაოდენობის Е ვიტამინს ვისვამდი მუცელზე, სტრიები რომ არ გამჩენოდა, მაგრამ სტრიები მაინც გაჩნდა. გამუდმებით ვიმეორებდი:... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა