Die Welt - გერმანიის მთავრობა ე.წ. თეთრ წიგნში რუსეთის პარტნიორის ნაცვლად მეტოქედ დასახელდებას გეგმავს

Die Welt - გერმანიის მთავრობა ე.წ. თეთრ წიგნში რუსეთის პარტნიორის ნაცვლად მეტოქედ დასახელდებას გეგმავს

გერმანიის მთავრობა პირველად 2006 წლის შემდეგ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სახელმძღვანელოს, ე.წ. თეთრი წიგნის განახლებას აპირებს, რომელშიც რუსეთი პარტნიორის ნაცვლად მეტოქედ დასახელდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ი წერს.

დოკუმენტის ავტორთა მოსაზრებით, მოსკოვი ძალადობრივი მეთოდებით ატარებს თავის ინტერესებს, თვითნებურად ცვლის საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ საზღვრებს, ამიტომ ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი ევროკავშირის გარე საზღვრებზე სამხედრო აქტივობას ზრდის. „კურსის რადიკალური შეცვლის გარეშე, რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის გამოწვევად დარჩება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

Die Welt-ის ცნობით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტი თეთრ წიგნს ზაფხულის არდადეგებამდე დაამტკიცებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა