გაერო-სა და ინტერპოლის შემაშფოთებელი ანგარიში - ეკოლოგიური დანაშაულით გამოწვეული ზარალი 258 მლრდ დოლარამდე მერყეობს

გაერო-სა და ინტერპოლის შემაშფოთებელი ანგარიში - ეკოლოგიური დანაშაულით გამოწვეული ზარალი 258 მლრდ დოლარამდე მერყეობს

მსოფლიოში ეკოლოგიური დანაშაული სწრაფი ტემპით იზრდება, - ნათქვამია გაერო-სა და ინტერპოლის ერთობლივ ანგარიშში.

"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციასთან, კონკრეტულად ტყის გაჩეხვასთან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და მეთევზეობასთან.

ანგარიშის თანახმად, ამ დროისთვის ზარალი 91 მილიარდ დოლარიდან 258 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. 2014 წლისთვის ეკოლოგიური დანაშაულით გამოწვეული ზარალი 213 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დღეს, ეს დანაშაულებრივი ქმედების მეოთხე ყველაზე მასშტაბური სფეროა კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობის შემდეგ.

ამ დანაშაულებრივ სფეროში მოქმედი ადამიანები მაღალ ფულად ანაზღაურებას იღებენ, მათი გამოვლენა კი არც ისე ადვილია. "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ხშირ შემთხვევაში, აღიშნული საქმიანობიდან შემოსული თანხა ტერორისტების დასაფინანსებლად გამოიყენება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა