ამერიკაში „ვოისის“ ყოფილ მონაწილეს ესროლეს - კრისტინა გრიმის მდგომარეობა კრიტიკულია

ამერიკაში „ვოისის“ ყოფილ მონაწილეს ესროლეს - კრისტინა გრიმის მდგომარეობა კრიტიკულია

ფლორიდის შტატში, როლანდოში გამართული კონცერტის შემდეგ მომღერალ კრისტინა გრიმს ესროლეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა პარასკევს საღამოს მოხდა.

მუსიკალური კონკურსის "ვოისის" ყოფილი მონაწილე და ბენდ Before you exit-ს წევრი კონცერტის დასრულების შემდეგ ავტოგრაფებს არიგებდა, რა დროსაც უცნობმა მამაკაცმა ესროლა. გრიმის ძმამ, რომელიც ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა, დამნაშავის დაჭერა მოახერხა. თუმცა უცნობმა მამაკაცმა დაპატიმრებამდე თავი მოიკლა.

როგორც ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ამბობენ, დამნაშავის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, უცნობია სროლის მოტივიც.

პოლიციის თქმით, მსროლელს ორი იარაღი ჰქონდა. სროლა დაახლოებით საღამოს 11:00 საათზე განხორციელდა, როდესაც მომღერლები ფანებს ხვდებოდნენ. ადგილზე, სროლის დროს 60 ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ სხვა არავინ დაშავებულა. 2014 წელს, "ვოისის" მეექვსე სეზონში გრიმი მესამე ადგილზე გავიდა.

მომზადებულია nbcnews.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა