საზარელ ავარიას ტაილანდში დაწყებითი სკოლის 11 თანამშრომელი ემსხვერპლა

საზარელ ავარიას ტაილანდში დაწყებითი სკოლის 11 თანამშრომელი ემსხვერპლა

ტაილანდში ჩონბურის პროვინციაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას დაწყებითი სკოლის 11 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ფრანც პრესის“ ინფორმაციით, სკოლის 4 მასწავლებელი და დირექტორი მძიმედ არიან დაშავებულები, ისინი ადგილობივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტობუსს, რომლითაც კერძო სკოლის თანამშრომლები გასვლითი სემინარიდან ბრუნდებოდნენ, საბურავი გაუსკდა, რის შედეგადაც ავტობუსი გადაბრუნდა და ცეცხლი მოეკიდა.

ტაილანდი მსოფლიოში მეორე ქვეყანაა ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა