"ვოისის" მონაწილე, რომელსაც ამერიკაში კონცერტის შემდეგ ესროლეს, გარდაიცვალა

"ვოისის" მონაწილე, რომელსაც ამერიკაში კონცერტის შემდეგ ესროლეს, გარდაიცვალა

მომღერალი კრისტინა გრიმი, რომელიც მუსიკალურ კონკურს "ვოისში" მონაწილეობდა, შაბათ დილით გარდაიცვალა. მას ფლორიდაში გამართული კონცერტის დასრულებისას ერთ-ერთმა ფანმა ესროლა.

მკვლელს ორი იარაღი ჰქონდა, 22 წლის მომღერალთან ავტოგრაფის სათხოვნელად მისულ ხალხთან ერთად მივიდა და ცეცხლი გახსნა. მას შემდეგ, რაც გრიმის ესროლა, მომღერლის ძმამ თავდამსხმელის დაჭერა შეძლო, თუმცა მან მაინც მოახერხა თავის მოკვლა.

პოლიციის განცხადებით, მომღერლის ძმა გმირულად მოიქცა.

"მან უამრავი ადამიანი გადაარჩინა. რომ არ შეეჩერებინა მსროლელი, შესაძლებელია სხვა ადამიანებიც დაშავებულიყვნენ", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

მომღერალი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა