სომალის ტერორისტულმა დაჯგუფებამ სიკვდილით დასჯის საჯარო ჩვენება მოაწყო

სომალის ტერორისტულმა დაჯგუფებამ სიკვდილით დასჯის საჯარო ჩვენება მოაწყო

სომალის ისლამისტურმა დაჯგუფება აშ-შაბაბმა სიკვდილით დასჯის საჯარო ჩვენება მოაწყო. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ სიკვდილით 4 ადამიანი დასაჯა.

სასამართლომ მათ სასიკვდილო განაჩენი ამერიკის შეერთებული შტატებისა და კენიის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო გამოუტანა. ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების განმარტებით, ბრალდებულები აშშ-ს მათი ლიდერების კვალის პოვნასა და ლიკვიდირებაში ეხმარებოდნენ.

აშ-შაბაბი სიკვდილით დასჯის საჯარო ჩვენებებს ხშირად აწყობს. გასულ წელს მათ რამდენიმე ადამიანს ბრალი ჯადოქრობაში წაუყენეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა