დაპირისპირება მატჩის შემდეგ: რუსი ფანები ინგლისელ გულშემატკივრებს დაერივნენ, რამდენიმე ჰოსპიტალიზებულია

დაპირისპირება მატჩის შემდეგ: რუსი ფანები ინგლისელ გულშემატკივრებს დაერივნენ, რამდენიმე ჰოსპიტალიზებულია

11 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე B ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ინგლისის ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

ინგლის-რუსეთის მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ინგლისელი გულშემატკივრები ჰოსპიტალიზებული არიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს საფრანგეთში გაერთიანებული სამეფოს ელჩზე დაყრდნობით.

ინგლის-რუსეთის მატჩის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაიმართა, რუსი გულშემატკივრების ნაწილი იმ ტრიბუნაზე შეიჭრა, სადაც ინგლისის ფანები იმყოფებოდნენ და ინგლისის დროშების დახევა სცადეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ბრიტანელების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს და ასაფეთქებელ მაშხალებს ისროდნენ. ინგლისელი გულშემატკივრების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა.

"აფეთქების ხმა გავიგე, რუსების მიერ გატანილი გოლის შემდეგ მათ ჩვენს ტრიბუნებზე დაიწყეს შემოჭრა. ინგლისელი ფანებისგან გამწვავება არც ყოფილა, ისინი უბრალოდ ცდილობდნენ თავი დაეღწიათ მათგან. სტადიონზე პოლიცია არ იყო და დაცვის პერსონალი მათ ვერ გაუმკლავდა" - ერთ-ერთი ლონდონელი ფანი BBC-სთან ინტერვიუში.

რუსი გულშემატკივრების ქმედებებს უეფა შეიწავლის.

საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ინგლისსა და რუსეთს შორის გუშინ გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

ტარზანის როლის შემსრულებელი სავარაუდოდ, შაბათს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა შორისაა - რა ინფორმაციას ავრცელებს სამაშველო სამსახური

პუტინისა და ლუკაშენკოს გასეირნება შავ ზღვაში - სოჭში გამართული შეხვედრის დეტალები და არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტოები

"შეკვეთილი გლოვა“ - თურქმენეთის პრეზიდენტმა მამის გარდაცვალების გამო ოფიციალურ პირებს თავის გადაპარსვა მოსთხოვა