უეფა-ს გადაწყვეტილებით, რუსეთი ევრო 2016-ზე დისკვალიფიცირებულია

 უეფა-ს გადაწყვეტილებით, რუსეთი ევრო 2016-ზე დისკვალიფიცირებულია

უეფა-მ რუსეთს პირობითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. როგორც რუსული პრესა იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის, ევრო-2016-ის დასრულებამდე იმოქმედებს.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთში რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით არეულობა კვლავ მოხდება, რუსეთის ნაკრებს ჩემპიონატიდან გარიცხავენ. უეფა-მ ასევე რუსეთის საფეხბურთო კავშირს 150 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

შაბათს, საფრანგეთის ქალაქ მარსელში, რუსეთ-ინგლისის მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.

ასევე წაიკითხეთ: დაპირისპირება მატჩის შემდეგ - რუსი ფანები ინგლისელ გულშემატკივრებს დაერივნენ, რამდენიმე ჰოსპიტალიზებულია

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა