პუტინი: "რუსეთს არ სურს, რომ ამერიკელები მუდმივად ერეოდნენ რუსეთის საქმეებში"

პუტინი: "რუსეთს არ სურს, რომ ამერიკელები მუდმივად ერეოდნენ რუსეთის საქმეებში"

ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს ერთადერთი ზესახელმწიფო უწოდა. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"ამერიკა დიადი ზესახელმწიფოა, ალბათ, დღესდღეობით ერთადერთი ზესახელმწიფო. ჩვენთვის ეს მისაღებია. ჩვენ გვსურს და მზად ვართ ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან", - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, "ასეთი ძლიერი სახელმწიფო" სჭირდება როგორც რუსეთს, ისე მთელს მსოფლიოს. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს, რომ ამერიკელები მუდმივად ერეოდნენ რუსეთის საქმეებში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა