ბრიტანელი ასტრონავტი ტიმ პიკი დედამიწაზე ბრუნდება {LIVE}

ბრიტანელი ასტრონავტი ტიმ პიკი დედამიწაზე ბრუნდება {LIVE}

ბრიტანელი ასტრონავტი ტიმ პიკი დედამიწაზე ბრუნდება. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, ტიმ პიკთან ერთად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს რუსი იური მალენჩენკო და ამერიკელი ტიმოტი კოპრიც ტოვებენ. კაფსულა ყაზახეთის სტეპებში ჩვენი დროით 11:15 დაეშვება.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექვსი თვის განმავლობაში ყოფნისას ბრიტანეთის კოსმოსური პროგრამის ისტორიაში პირველად ტიმ პიკი ღია კოსმოსში გავიდა, ასევე დედამიწაზე არსებული რობოტი ორბიტიდან დისტანციურად მართა. მან ლონდონის მარათონი უწონობის პირობებში გაირბინა.

დედამიწასთან თავის დასკვნით საუბარში პიკმა განაცხადა, რომ ეს მისთვის უდიდესი გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო.

„მოუთმენლად ველოდები სახლში დაბრუნებას, მსურს, რაც შეიძლება მალე ვნახო ოჯახის წევრები და მეგობრები, მაგრამ საერთაშორისო კოსმოსური სადგური ძალიან მომენატრება“,- განაცხადა ტიმ პიკმა.

ტიმ პიკი გახდა პირველი ასტრონავტი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გააგზავნეს.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა