მექსიკის ერთ-ერთ სოფელში შვიდი თავმოკვეთილი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მექსიკის ერთ-ერთ სოფელში შვიდი თავმოკვეთილი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მექსიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შტატ სინალოას ერთ-ერთ სოფელში შვიდი თავმოკვეთილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ცხედრები მეტყევეებს ეკუთვნით, რომლებიც ორშაბათს უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ.

თავდასხმელთა ვინაობა უცნობია, სამართალდამცავების განმარტებით, საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მკვლელობაში ადგილობრივი ნარკოკარტელია დამნაშავე, არ არის.

მიუხედავად სამხილების სიმცირისა, შტატის მთავარი პროკურორის მოადგილე მიიჩნევს, რომ მკვლელობა ცალსახად განგსტერებმა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინების მიზნით ჩაიდინეს.

შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე აღნიშნულ რეგიონში სამხედრო დანაყოფები შეიყვანეს. იანვარში ნარკოკარტელის მეთაური ხოაკინ გუსმანი მეტსახელად ელ ჩაპო დააპატიმრეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა