სტამბოლში პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია

სტამბოლში პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია

სტამბოლში პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია, აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.

რამდენიმე ასეული ადამიანი სტამბოლში მდებარე ერთ-ერთ მუსიკალურ მაღაზიასთან შეიკრიბა და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდა. აქციის მონაწილეებმა თურქ პოლიტიკოსებს ფაშისტები და მკვლელები უწოდეს.

პროტესტის მიზეზი ბრიტანულ როკ-ჯგუფ Radiohead-ის თაყვანისმცემლებზე თავდასხმა გახდა. 17 ივნისს, მუსიკალურ მაღაზიაში, სადაც Radiohead-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია მოეწყო, მამაკაცების ჯგუფი შეიჭრა და იქ მყოფებს დაესხა თავს.

თავდამსხმელთა თქმით, მაღაზიაში შეკრებილი ახალგაზრდები ალკოჰოლურ სასმელებს მიირთმედნენ, რაც დაუშვებელია. თურქი გულშემატკივრების მხარდასაჭერად Radiohead-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა და თავდასხმა დაგმო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა