დასავლეთ გერმანიაში შეიარაღებული მამაკაცი კინოთეატრში შეიჭრა და მძევლები აიყვანა

დასავლეთ გერმანიაში შეიარაღებული მამაკაცი კინოთეატრში შეიჭრა და მძევლები აიყვანა

დასავლეთ გერმანიაში შეიარაღებული მამაკაცი, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, ქალაქ ფირნჰაიმში, კინოთეატრში შეიჭრა. "ბილდის" ინფორმაციით, დამნაშავეს ნიღაბი ეკეთა და ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეკავა. სხვა მონაცემებით კი, რამდენიმე იარაღი ჰქონდა. მან ჰაერში ერთხელ გაისროლა.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 25 დაშავებულის შესახებ, რომლებიც გაფრქვეული გაზის შედეგად დაშავდნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დააკავეს.

"ბი-ბი-სის" ცნობით კი, დამნაშავემ მძევლების აყვანა მოახერხა. არის ინფორმაცია დაჭრილების შესახებ. ადგილზე პოლიცია იმყოფება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა