ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე "სამყაროს აღსასრულის" შარჟებმა და ფოტოებმა სოციალური ქსელები "ააფეთქა"

 ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე "სამყაროს აღსასრულის" შარჟებმა და ფოტოებმა სოციალური ქსელები "ააფეთქა"

ბრიტანეთის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, დატოვოს ევროკავშირი, იმედგაცრუებული მოქალაქეები სოციალურ ქსელებში შარჟებით და კარიკატურული ფოტოებით გამოხატავენ პროტესტს.

"ტვიტერზე", "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" ათასობით ადამიანი აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც მათი აზრით, ასახულია ის რეალობა, რომელიც ბრიტანეთს ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ დაუდგება. ფოტოებში პოსტაპოკალიფსური ბრიტანეთის ქალაქები და ქუჩებია ასახული სხვადასხვა ფილმებიდან თუ სერიალებიდან.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის საბოლოო შედეგებით, ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.

გასვლის ყველაზე მეტი მხარდამჭერი დაფიქსირდა ინგლისსა და უელსში, ევროკავშირში დარჩენის კი - ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა