როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს

როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს

ევროპელმა მაღალჩინოსნებმა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით პირველი განცხადებები გააკეთეს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ბრიუსელი დიდი ბრიტანეთის გასვლისთვის მზად არის. მისი თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები ლონდონთან სწრაფად უნდა დაიწყოს.

"ჩვენ დიდი ბრიტანეთის გასვლისთვის მზად ვართ", - განაცხადა მარტინ შულცმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ რეფერენდუმის შედეგებს "სამწუხარო" უწოდა. "ეს სამწუხარო ამბავია გაერთიანებული სამეფოსთვის. ევროპა წინსვლას გააგრძელებს, მაგრამ რეაგირება უნდა მოახდინოს და ხალხის ნდობა დაიბრუნოს. ეს აუცილებელია", - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კი რეფერენდუმის შედეგებით იმედგაცრუებულია. "ამბები, რომელსაც დიდი ბრიტანეთიდან ვიგებთ, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს. ეს მწუხარე დღეა დიდი ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის", - აცხადებს შტაინმაიერი.

"დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი "ისტორიული და ისტერიკული რეაქციების მომენტია" - ასეთი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა რეფერენდუმის შედეგების კომენტირებისას გააკეთა.

წაიკითხეთ: ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე "სამყაროს აღსასრულის" შარჟებმა და ფოტოებმა სოციალური ქსელები "ააფეთქა"

"ვერ დავმალავთ, რომ რეფერენდუმის სხვა შედეგებს ველოდებოდით. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რამდენად სერიოზული და დრამატულია ეს ამბავი პოლიტიკური თვალსაზრისით. რთულია ვიწინასწარმეტყველოთ, როგორი იქნება ამის პოლიტიკური შედეგები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამ ნეგატიური სცენარისთვის მზად ვართ... მართალია, ბოლო წლები ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, მაგრამ ყოველთვის მახსოვს მამაჩემის სიტყვები: ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს", - განაცხადა ტუსკმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სპეციალური განცხადება გააკეთა რეფერენდუმის საკითხზე: "ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა. ეს ახალ ფურცელს შლის ევროკავშირთან ურთიერთობებში, მაგრამ ვიცი, რომ ნატო-სთან მიმართებაში გაერთიანებული სამეფოს პოზიცია უცვლელია. დიდი ბრიტანეთი ნატო-ს სანდო და ერთგულ მოკავშირედ დარჩება და ჩვენს ალიანსში წამყვანი როლის შესრულებას გააგრძელებს", - ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.

რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, დონალდ ტრამპიც და აღნიშნა, რომ ბრიტანელებმა რეფერენდუმით "საკუთარი ქვეყანა დაიბრუნეს". ტრამპის თქმით, რეფერენდუმის შედეგები მეტყველებს, რომ "მთელ მსოფლიოში ხალხი უკმაყოფილოა".

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა