დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე პეტიციას უკვე 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი

დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე პეტიციას უკვე 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი

დიდ ბრიტანეთში პეტიციამ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე უკვე 1 მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, აღნიშნული რიცხვი სწრაფად იზრდება.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პეტიციაში ბრიტანელები სთხოვენ საკანონმდებლო ორგანოს, ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაცია დააწესოს.

ამ ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა