რუსეთის პატრიარქის დაუჯერებელი ფუფუნება - სასახლეები, იახტები და ოქროში ჩასმული ნივთები (+ფოტოები)

რუსეთის პატრიარქის დაუჯერებელი ფუფუნება - სასახლეები, იახტები და ოქროში ჩასმული ნივთები (+ფოტოები)

რუსეთის პატრიარქ კირილის წარმოუდგენელი ფუფუნების შესახებ არაერთხელ დაწერილა რუსულ მედიაში. ამჯერად მისმა ახალმა ფოტომ მიიპყრო ყურადღება და სოციალური ქსელის განხილვის თემადაც იქცა.

ამ ფოტოზე აღბეჭდილია პატრიარქი კირილი, რომელიც საკუთარ კაბინეტში, ძვირფას საწერ მაგიდასთან ზის. კედელზე იესო ქრისტეს ხატი კიდია, გვერდით კი თავად პატრიარქის ფოტო, რომლიც ოქროს ჩარჩოშია ჩასმული. ბლოგერების მტკიცებით, ეს ძალიან ძვირად ღირებული მაგიდაა. კირილს საერთოდაც არ უკვირს ძვირად ღირებული ნივთები და ხალხი ხშირად საუბრობს იმაზე, თუ რა საჭიროა სასულიერო პირებისთვის ასეთი ფუფუნება, სად არის ასკეტიზმი და ა.შ.

ადამიანები არა მხოლოდ ოთახის ინტერიერმა აალაპარაკა, განსჯის თემა გახდა პატრიარქის ოქროს ჩარჩოში მოთავსებული ფოტოც. ისევ ამოტივტივდა პატრიარქის დიდძალი ქონების ამბავი, რომელზეც თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ზოგიერთი მონაცემებით, ის 4 მილიარდ დოლარამდე ქონების მფლობელია. და საკმაოდ მდიდარი იყო მანამდეც, სანამ პატრიარქი გახდებოდა.

ხშირად ახსენებენ ძვირად ღირებულ "კადილაკს", კირილის კუთვნილ 4 მილიონ დოლარად ღირებულ იახტა "პალადას", რომელზეც თავად ხშირად ისვენებს, პირად თვითმფრინავს, 30 ათას ევროდ ღირებულ ოქროს საათს, სასახლეებს დერედელკინოში და ასევე ნაკრძალის ტერიტორიაზე გელენჯიკში, პირად ავტოპარკს, პენტჰაუსს მოსკოვში და ვილას შვეიცარიაში - სანამ პატრიარქი გახდებოდა, ძალიან უყვარდა თხილამურებით სრიალი და შვეიცარიის მთები მისი საყვარელი ადგილებია დაათვალიერეთ ფოტოები

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა