3 მილიონი ბრიტანელი რეფერენდუმის ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს

3 მილიონი ბრიტანელი რეფერენდუმის ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს

დღევანდელი მონაცემებით, უკვე სამმა მილიონმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ხელმეორედ ითხოვენ ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, პეტიციის განსახილველად საკმარისია 100 ათასი ხელმოწერის შეგროვება.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ ახალი პლებისციტის ჩატარებას იმის გამო ითხოვენ, რომ ევროკავშირის დატოვების მომხრე მოსახლეობის 60 %-ზე ნაკლებია.

გამოცემის მიხედვით, დარეგისტრირდა 46,5 მილიონი ამომრჩეველი, რეალურად კი, საარჩევნო უბნებზე 33,5 მილიონი გამოცხადდა. საარჩევნო უბნებზე მთლიანობაში 72,1 % გამოცხადდა, რაც დიდი ბრიტანეთისთვის 1997 წლის შემდეგ, ყველაზე მაღარლ მაჩვენებლად მიიჩნევა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა