თურქეთის პრეზიდენტმა ნოემბერში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა

თურქეთის პრეზიდენტმა ნოემბერში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა. როგორც რუსული მედიასაშუალებები იტყობინებიან, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ბოდიშს გიხდით. მთელი გულით ვიზიარებ ტკივილს. რუსი მფრინავის ოჯახი ჩვენი ოჯახია. ტკივილისა და მიყენებული ზიანის სიმძიმის შესამსუბუქებლად მზად ვართ ნებისმიერი ინიციატივისთვის", - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც, სააგენტო "ტასის" ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა რუს კოლეგას გაუგზავნა.

მიმართვაში ასევე ერდოღანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მზად არის გააკეთოს ყველაფერი რუსულ-თურქული ურთიერთობის აღდგენისთვის.

თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი Су-24 2015 წლის 24 ნოემბერს ჩამოაგდეს. თურქული მხარის ცნობით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა.

მაშინ Су-24-ის მფრინავი ოლეგ პეშკოვი, რომელმაც კატაპულტირება შეძლო, "ბოევიკებმა" მოკლეს.

რუსული მხარის მტკიცებით, მისი მკვლელობის უკან თურქეთის მოქალაქე ალპასლან ჩელიკი დგას.

ერდოღანის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ჩელიკის წინააღმდეგ დაწყებულია სასამართლო გამოძიება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა