დაჭრილები საავადმყოფოებში ტაქსებით გადაჰყავთ - რა ხდება ამ წუთებში ათათურქის აეროპორტში

დაჭრილები საავადმყოფოებში ტაქსებით გადაჰყავთ - რა ხდება ამ წუთებში ათათურქის აეროპორტში

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 40-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

როგორც უცხოური მედია წერს , დაჭრილები საავადმყოფოში ტაქსებით გადაჰყავთ.

"როიტერის" ინფორმაციით, "ბევრი ადამიანი დაშავდა". "სი-ენ-ენ თურქის" ცნობით კი, აეროპორტში გასროლის ხმები ამ დრომდე ისმის. თვითმხილველების განცხადებთ, სროლის ხმა პარკინგის ტერიტორიიდან მოდის.

თურქეთის ხელისუფლების ვარაუდით, სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქება თვითმკვლელ ტერორისტებს უკავშირდება.

ამ დროისთვის აეროპორტი დაკეტილია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა