ათათურქის აეროპორტში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ათათურქის აეროპორტში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში "კალაშნიკოვის" ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით ტერაქტები "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტი ოთხშაბათამდე, თბილისის დროით 18:00-მდე დაიკეტება. ამ დროისთვის არსებული ინფორმციით, აეროპორტიდან ყველა მგზავრი ევაკუირებულია, ამჟამად აეროპორტი დაკეტილია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სტამბოლთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აფეთქება ათათურქის აეროპორტში

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა