რა ხდება ათათურქის აეროპორტში - უახლესი ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან

რა ხდება ათათურქის აეროპორტში - უახლესი ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ავრცელებს .

დაღუპულთა რიცხვი კი 50-მდეა გაზრდილი.

ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში "კალაშნიკოვის" ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.

იხილეთ: პირველი კადრები ათათურქის აეროპორტიდან - გარდაცვლილია 10, დაშავებულია 40-ზე მეტი

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით ტერაქტები "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტი ოთხშაბათამდე, თბილისის დროით 18:00-მდე დაიკეტება. ამ დროისთვის არსებული ინფორმციით, აეროპორტიდან ყველა მგზავრი ევაკუირებულია, ამჟამად აეროპორტი დაკეტილია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სტამბოლთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

ამასთამ, თურქეთში საქართველოს საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ტერიტორიიდან გაყვანასა და სასტუმროში დაბინავებაში დაეხმაროს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა.

ასაშვილი საკონსულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ამ წუთებში ათათურქის აეროპორტში იმყოფება. მან საქართველოს მოქალაქეებს ურჩია, საკონსულოში გახსნილ ცხელ ხაზზე დარეკონ, რომლის ნომერია: (+90 541) 818 44 00.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აფეთქება ათათურქის აეროპორტში

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა