სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა გაანახლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აეროპორტში განაცხადა.

თურქეთის პრემიერის ინფორმაციით, აეროპორტმა ავიარეისების მიღება და გაშვება უკვე დაიწყო.

"საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება, თუმცა აეროპორტი გახსნილია და საჰაერო მიმოსვლა აღდგა", - აღნიშნა ილდირიმმა.

მანამდე თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში დაკეტილი იქნებოდა.

იხილეთ ვიდეო: საშინელი პანიკა და შოკურებული ხალხი ათათურქის აეროპორტში - რა ხდებოდა აფეთქებიდან რამდენიმე წუთში

ბოლო მონაცემებით, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ან დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.

ასევე ნახეთ: როდის შეძლებენ სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოფრენას - უახლესი ინფორმაცია

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა