ბინალი ილდირიმი - სამხილები მიუთითებს, რომ ტერორისტული აქტის უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას

ბინალი ილდირიმი - სამხილები მიუთითებს, რომ ტერორისტული აქტის უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას

აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი ყველა სამხილი მიუთითებს, რომ ტერორისტული აქტის უკან ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დგას, - თურქული საინფორმაციო სააგენტო "ჰურიეტის" ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, პოლიცია და შეიარაღებული ძალები დამნაშავის იდენტიფიცირებას ცდილობენ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდამსხმელები სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ტაქსით მივიდნენ. სამივე მათგანმა თავი აიფეთქა, თუმცა დეტონატორის ამოქმედებამდე პოლიციას, აეროპორტის თანამშრომლებსა და მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს.

ილდიმირის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეიძლება იყვნენ.

ათათურქის აეროპორტში მომხდარ თავდასხმას 50-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 140-ზე მეტი კი დაშავდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა