მსოფლიო ლიდერები თურქეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობენ

მსოფლიო ლიდერები თურქეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობენ

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. ”როიტერის” ინფორმაციით, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე შეკრებილმა ლიდერებმა მომხდარი დაგმეს და მწუხარება გამოთქვეს.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ამ დრომდე ცნობილი არ არის, ვინ დგას აფეთქების უკან და ამ საკითხით სპეკულირებას არ აპირებს, თუმცა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და დაშავებულებს თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც გააკეთა. ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, აფეთქების ორგანიზატორის იდენტიფიცირება აუცილებელია, რათა ყველა ქვეყანამ ძალისხმევა გააერთიანოს და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი იერიში მიიტანოს. ოლანდის თქმით, კონტრტერორისტული ოპერაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ რეგიონშია. საფრანგეთის პირველი პირის განმარტებით, თურქეთში გახშირებული ტერორისტული აქტები ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო დამძიმებისკენ არის მიმართული.

თავის მხრივ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ მსგავს მომენტებში ერთად დგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, მომხდართან დაკავშირებით განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ”რესპუბლიკელმა” კანდიდატმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა და განაცხადა, რომ აშშ ამ გამოწვევის წინაშე განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს.

მომხდარი ავსტრალიისა და იაპონიის პირველმა პირებმაც დაგმეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა