ლადო ჭანტურია - გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე საელჩოს ავტომანქანას ცეცხლი ექსტრემისტებმა წაუკიდეს

ლადო ჭანტურია - გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე საელჩოს ავტომანქანას ცეცხლი ექსტრემისტებმა წაუკიდეს

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, საელჩოს ავტომანქანას ცეცხლი ექსტრემისტებმა წაუკიდეს, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ განაცხადა.

”წუხელ, ბერლინში, რამდენიმე საელჩოს ავტომანქანას, პოლიციის ინფორმაციით, ექსტრემისტულმა ძალებმა წაუკიდეს ცეცხლი. პირველადი ინფორმაციით, ეს გახლავთ საფრანგეთის და საქართველოს საელჩოების მანქანები. კრიმინალურმა პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება და უახლოეს მომავალში უფრო მეტი გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ჭანტურიამ.

კითხვაზე, მსგავსი შემთხვევები ყოფილა თუ არა ადრე, ჭანტურიამ უპასუხა, რომ მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ, ბერლინში ადრეც იყო. ”თუმცა წარმომადგენლობების ავტომანქანებზე ასეთი ინფორმაცია და შემთხვევები არ გვქონია. რა თქმა უნდა, დასანანია, რომ საქართველოს საელჩოს ავტომანქანა შეეწირა ასეთ კრიმინალურ აქტს”, - აღნიშნა ჭანტურიამ.

ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორის საქართველოს საელჩოს მანქანაც არის.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა