ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია, დაშავებულია 239 ადამიანი, აქედან 128, მათ შორის უკრაინისა და შვეიცარიის მოქალაქეები, ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.

თავდასხმები ათათურქის სახელობის აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა