თურქეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ახმეტ ჩატაევია

თურქეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ახმეტ ჩატაევია

თურქეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ეთნიკური ჩეჩენი ახმეტ ჩატაევია. ამის შესახებ "რიტერი" იტყობინება.

ამასთანავე, სააგენტო აღნიშნავს, რომ სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე სამივე თვითმკვლელი ტერორისტი უცხოელი იყო რუსეთიდან, უზბეკეთსა და ყირგიზეთიდან.

წყარო თურქეთის ხელისუფლებიდან "როიტერთან" საუბარში უარყოფს თურქულ მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც, რომ ერთ-ერთი თვითმკვლელი - "ისლამური სახელმწიფოს" წევრი, ვინმე ჩეჩენი ოსმან ვადინოვია.

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც ცნობილია, აჰმეტ ჩატაევი საქართველოში, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის გლდანის მე-8 დაწესებულებაში რამდენიმე თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს, თუმცა 2012 წელს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოგვიანებით ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. მან საქართველო, სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ დატოვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა