რუსეთმა თურქეთს სპეციალური ეკონომიკური შეზღუდვები გაუუქმა

რუსეთმა თურქეთს სპეციალური ეკონომიკური შეზღუდვები გაუუქმა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას თურქეთთან მიმართებაში შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ამის შესახებ კრემლის საიტი იუწყება.

რუსეთის მთავრობას დაევალა მიიღოს ზომები თურქეთსა და რუსეთს შორის ჩარტერული გადაზიდვების აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, პრეზიდენტის დავალებით, უნდა გაუქმდეს 2015 წლის 28 ნოემბრის ბრძანებაში პუნქტი თურქეთთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ, რომელიც ზღუდავდა ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების მიერ თურქეთის საგზურების გაყიდვას.

პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, გამართოს მოლაპარაკებები თურქეთის მთავრობასთან საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ქვეყნებს შორის.

ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა