სტამბოლის აეროპორტში აფეთქებაში რუსეთის ორი მოქალაქე მონაწილეობდა

სტამბოლის აეროპორტში აფეთქებაში რუსეთის ორი მოქალაქე მონაწილეობდა

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ტერაქტები რუსეთის ორმა მოქალაქემ განახორცილა და არა ერთმა, როგორც ეს აქამდე ვრცელდებოდა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, თურქულ მედიას აღნიშნული ინფორმაცია ყირგიზეთის ხელისუფლებამ დაუდასტურა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სტამბოლის აეროპორტში ორ თავდამსხმელს რუსეთის ფედერაციის პასპორტები აღმოაჩნდა. პასპორტები გაცემულია რაკიმ ბულგაროვისა და ვადიმ ოსმანოვის სახელებზე.

მანამდე თურქეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ აეროპორტში თავდამსხმელთა შორის სამნი რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ.

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ტერაქტი 28 ივნისს განხორცილედა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა