როგორ სკოლაში სწავლობენ Google-ის, Apple-სა და Yahoo-ს თანამშრომლების შვილები

როგორ სკოლაში სწავლობენ Google-ის, Apple-სა და Yahoo-ს თანამშრომლების შვილები

ეს იმ დროს, როცა სხვა სკოლები კომპიუტერის გარეშე დღეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ აიტის გარეშე სწავლის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ კომპიუტერი ბავშვს უხშობს შემოქმედებით აზროვნებას, ადამიანური ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ყურადღების კონცენტრირებას. მშობლებს

მიაჩნიათ, რომ თავის დროზე, როცა ბავშვს დასჭირდება, ის აუცილებლად აითვისებს გაჯეტებს. eBay-ის ტექნიკურმა დირექტორმა შვილები უკომპიუტერო სკოლაში შეიყვანა. ასევე მოიქცნენ Google-ის, Apple-ის, Yahoo-სა და Hewlett-Packard-ის თანამშრომლები. ამ სკოლას Waldorf of the Peninsula ჰქვია და საკმაოდ ძველმოდურია.

ხის თაროები წიგნებითა და ენციკლოპედიებითაა გადატენილი, დაფაზე ცარცით წერენ, ბავშვები ხის მერხებთან სხედან, საშინაო დავალებას ფანქრებით რვეულებში ინიშნავენ. სწავლის დროს არ იყენებენ მაღალტექნოლოგიურ ნივთებს. უპირატესობას ფანქარს, პასტას, საკერავ ნემსს და თიხას ანიჭებენ. კომპიუტერი და ნებისმიერი გაჯეტის გამოყენება სკოლაში აკრძალულია და არც სახლშია დაშვებული.

მეორე კლასის მოსწავლეები წრეზე დგანან და ლექსს სწავლობენ, მასწავლებელის წაკითხულ ფრაზას იმეორებენ, ხელით კი ლობიოს ტომსიკას ათამაშებენ. ამ დავალების მიზანი სხეულისა და ტვინის სინქრონიზაციაა.  განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა