ბანგლადეშში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია თავდამსხმელების ლიკვიდაციით დასრულდა

ბანგლადეშში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია თავდამსხმელების ლიკვიდაციით დასრულდა

ბანგლადეშში ტერორისტების ლიკვიდირების სპეცოპერაცია დასრულდა. სამართალდამცველები იტყობინებინ, რომ ექვსი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. შტურმის დროს ორი პოლიციელიც დაიღუპა.

სპეცდანიშნულების ძალებმა დედაქალაქ დაკაში მდებარე კაფე, სადაც ტერორისტებმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს, შტურმნით აიღეს.

როგორც "ბიბისი" სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, 13 მძევალი გათავისუფლებულია.

ბანგლადეშში იტალიის საელჩოს ცნობით, მძევლებს შორის იტალიის შვიდი მოქალაქეა.

დანარჩენების ბედი ამ დრომდე უცნობია.

გუშინ საღამოს დაკაში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიჭრა, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და 24 დაღუპულის შესახებ განაცხადა. თუმცა, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.თვითმხილველების ცნობით, თავდასხმის დროს შეიარაღებული პირები ისლამურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა