ნატო-ს გენერალური მდივანი შემოდგომაზე საქართველოს ესტუმრება

ნატო-ს გენერალური მდივანი შემოდგომაზე საქართველოს ესტუმრება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში შემოდგომაზე ჩამოვა, - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ვაღიარეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველო აღწევს წევრობის გზაზე. ჩვენ ასევე მკაფიო პოზიცია გვიკავია იმასთან მიმართებაში, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე მტკიცე გზავნილით გამოვდივართ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოვახდინეთ არსებით პაკეტში სხვადასხვა ელემენტების იმპლემენტაცია.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას. საქართველოს ვიზიტით ვესტუმრები შემოდგომაზე, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად და ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი ნატო-ს ძლიერი მხარდაჭერისა საქართველოსადმი, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და რეფორმების გატარებისადმი წევრობის გზაზე", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა