რა ხდებოდა წუხელ ნიცაში ტერაქტის პირველ წუთებში - ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა

რა ხდებოდა წუხელ ნიცაში ტერაქტის პირველ წუთებში - ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმას ბოლო ინფორმაციით, 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 100-მეტი კი დაშავდა. მათგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის ბრიტანეთის, დანიის და ავსტრალიის მოქალაქეებიც არიან. დაშავებულთა შორის ბოლო ინფორმაციით არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

იხილეთ ვიდეო: წუთი, როდესაც სატვირთო ხალხში შევადა - თვითმხილველის ვიდეო ნიცაში აფეთქების ადგილიდან

დაუდასტურებელი წყაროებით, ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს, ვიწრო შემადგენლობით ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა